Accessibility links

site logo site logo

საქართველოს რეგიონულ კლინიკებში მყოფ რამდენიმე პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა


ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ პაციენტს ლაბორატორიულმა კვლევამ კორონავირუსით COVID-19 დაავადება არ დაუდასტურა. თბილისის „ლუგარის ლაბორატორიიდან“ ელოდებიან კიდევ ორი პაციენტის ტესტის შედეგებს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებული სასტუმროს საკარანტინე სივრცეში 9 მარტს, ღამით მოათავსეს 30 ადამიანი, რომლებიც იტალიაში იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით არცერთს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. 10 მარტის დილის მონაცემებით, საჩხერის საკარანტინო სივრცეში სულ 31 ადამიანი იმყოფება.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას განაგრძობს კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ლუგარის ლაბორატორიაში“ ჩატარებული კვლევით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 9 მარტს მოთავსებულ მოქალაქეს, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. 10 მარტის დილის მონაცემებით, აჭარაში, გონიოში არსებულ საკარანტინო ზონაში რჩება 30 პირი.

10 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 15 შემთხვევა. 14 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, 1 საჩხერის სამედიცინო ცენტრში. 15 პაციენტიდან მძიმეა ერთის მდგომარეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG