Accessibility links

"გაუტია და მიიღო!" - პუტინი სააკაშვილის შესახებ


„საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პირობა მომცა, რომ არ გადაჭრის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებს ძალისმიერი გზით, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა“, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ამის შესახებ ბევრჯერ გვილაპარაკია, როცა ის ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო“, - თქვა პუტინმა პროექტ „20 შეკითხვა ვლადიმირ პუტინისათვის“ განკუთვნილ ინტერვიუში.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მან სთხოვა სააკაშვილს, არავითარ შემთხვევაში არ ეცადა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხების გადაჭრა ძალისმიერი გზით, რის პასუხადაც, როგორც პუტინი ამბობს, საქართველოს პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ „ამას არასოდეს გააკეთებდა“.

„არა, არა, არასოდეს ამას არ გავაკეთებ! - და გაუტია. გაუტია და მიიღო!“- თქვა პუტინმა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაცივების შესახებ საუბრისას, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის [საქართველოს] ხელისუფლება „გვერდზე გაუხტა“ მოსკოვს. „ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ. ამისთვის მადლობა მიხეილ ნიკოლოზის ძეს ეკუთვნის“, - შენიშნა პუტინმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG