Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NBA შეჩერდა - „იუტა ჯაზის“ ორ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა


ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019-2020 წლების სეზონი შეჩერებულია. გადაწყვეტილება ლიგის ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც საკალათბურთო კლუბ „იუტა ჯაზის“ წევრებს რუდი გობერსა და ემანუელ მუდიაის კორონავირუსი დაუდასტურდათ.

თვრამეტი ათასი მაყურებელი მივიდა „ოკლაჰომასა“ და „იუტას“ მატჩზე დასასწრებად, მაგრამ შეხვედრა ჩაიშალა. ქომაგები ინფორმაციას სტვენით შეხვდნენ.

რუდი გობერმა რამდენიმე დღის წინ, პრესკონფერენციაზე კორონავირუსის შესახებ გადამეტებული ყურადღებას პანიკა უწოდა და ხუმრობით ყველა მიკროფონს ცალ-ცალკე შეეხო. ვირუსი კი „იუტა ჯაზის“ ფრანგ ლეგიონერს სავარაუდოდ საფრანგეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ მეგობრებთან კონტაქტის შემდეგ შეეყარა.

XS
SM
MD
LG