Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Facebook-მა და Twitter-მა წაშალეს რუსეთთან დაკავშირებული ასობით ყალბი ექაუნთი


გიგანტურმა კორპორაციებმა Facebook-მა და Twitter-მა წაშალეს რუსეთთან დაკავშირებული სულ მცირე 300 ექაუნთი, რომლის მფლობელებიც, სოციალური ქსელების გამოყენებით, განიდან და ნიგერიიდან, ცდილობდნენ აშშ-ის მომხმარებლებზე ზეგავლენის მოხდენას.

Facebook-ის 12 მარტის განცხადების თანახმად, წაშლილი ექაუნთების მფლობელები რუსეთში მცხოვრები ცალკეული პირების სახელით ცდილობდნენ შესაბამისი აუდიტორიის ფორმირებას ისეთი თემების გარშემო, როგორიცაა ცნობილი პირების შესახებ ჭორები, მოდის სფერო და ბნელით მოცული ისტორიები.

კომპანიის ცნობით, მოკვლევამ დაადგინა განასა და ნიგერიაში დარეგისტრირებულ არასამთავრობო ჯგუფებისა თუ ინდივიდუალური ექაუნთების კავშირი ე.წ. ტროლების ფაბრიკასთან, სანკტ-პეტერბურგში დარეგისტრირებულ კომპანიასთან, რომელიც ადრე რუსეთის ინტერნეტის შესწავლის სააგენტოდ (IRA) იწოდებოდა.

IRA რამდენჯერმეა ნახსენები აშშ-ის სპეცპროკურორ, რობერტ მიულერის საგამოძიებო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას შეეხებოდა.

რაც შეეხება Twitter-ის მიერ წაშლილ ექაუნთებს, კორპორაციის ცნობით, ისინი განხეთქილების ჩამოგდების მიზნით ძირითადად განიხილავდნენ სოციალურ თემატიკას, სამოქალაქო უფლებებისა და რასის საკითხებს.

საბოლოო ჯამში, Facebook-მა გააუქმა 49 ექაუნთი და 69 გვერდი, Instargram-მმა - 85, ხოლო twitter-მა - 71 ექაუნთი.

აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სოციალური მედიის მფლობელი კომპანიები მძლავრი ზეწოლის ქვეშ არიან, რათა მკაცრად აკონტროლონ თავიანთ პლატფორმებზე საგარეო თუ საშინაო საკითხებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ნაკადების გავრცელება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG