Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი დოლართან 4,5 თეთრით გაუფასურდა


ეროვნული ბანკის მიერ გაყიდული 20 მლნ დოლარის მიუხედავად, ლარი დოლართან 4,5 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარი, ოფიციალური გაცვლითი კურსით, 2,9942 ლარი ღირს.

ლარი არამარტო დოლართან, არამედ ევროსა და 30-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა. ევროს შემთხვევაში გაუფასურება 2,8 თეთრია. ხვალიდან 1 ევრო 3,3421 ლარი ეღირება.

"ბლუმბერგის" სისტემაში ლარმა გაუფასურება დღეს დილიდანვე დაიწყო და 3-ლარიან ნიშნულს გადააჭარბა. ლარის გაუფასურებას ხელისუფლება კორონავირუსს უკავშირებს.

პირველი თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით ლარი დოლართან 11,5 თეთრით გამყარდა, ბოლო 5 დღეში კი 22 თეთრით გაუფასურდა.

  • პირველი თებერვალი: 1 დოლარი — 2,8898 ლარი;
  • 3 მარტი: 1 დოლარი — 2,7735 ლარი;
  • 10 მარტი: 1 დოლარი — 2,7963 ლარი;
  • 14 მარტი: 1 დოლარი — 2,9942 ლარი.
XS
SM
MD
LG