Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა ვეტერანებმა პრეზენტაციის დროს დარბაზიდან გააძევეს უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი


სერგეი სივოჰო
სერგეი სივოჰო

მოხალისეთა პოლკ „აზოვის“ და ვეტერანთა გაერთიანება „ნაციონალური კორპუსის“ წარმომადგენლებმა 12 მარტს ჩაშალეს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშეწის, სერგეი სივოჰოს, თაოსნობით მიმდინარე კონფერენცია.

უკრაინელი სამხედრო ვეტერანები აღაშფოთა სივოჰოს ფორმულირებამ, როდესაც „შერიგებისა და ერთობის ეროვნული პლატფორმის“ შესახებ საუბრის დროს, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს უწოდა „შიდა კონფლიქტი“.

როგორც ვიდეოზე ჩანს, „აზოვისა“ და „ნაციონალური კორპუსის“ წევრები შემოეხვივნენ უკრაინელ მაღალჩინოსანს და ყვირილით ცდილობდნენ მისთვის იმის დამტკიცებას, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარეობს ომი რუსეთთან და არა შიდა კონფლიქტი.

რამდენიმე კაცი უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა სივოჰოს და მოუწოდებდა, რომ წასულიყო როსტოვში. გაისმოდა შეძახილები: „წადი, წადი!“ (უკრაინულად „ჰანბა“).

უკრაინული მედიის თანახმად, შეხლა-შემოხლის დროს სივოჰო იატაკზე დაეცა, შემდგომ წამოდგა და კოჭლობით გაემართა გასასვლელისკენ.

სერგე სივოჰო, წარსულში ასევე კომიკოსი მსახიობი, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანაშემწეა, რომელიც ხელმღვანელობდა ღონისძიებას სახელწოდებით „შერიგებისა და ერთიანობის ნაციონალური პლატფორმა“.

ინციდენტს სივოჰო მოგვიანებით ფეისბუკის საშუალებით გამოეხმაურა, მან მომხდარში მშვიდობის მოწინააღმდეგეები დაადანაშაულა.

„ზოგიერთს მშვიდობა არ სურს. მათ ომი უნდათ, რადგან ომი - ეს არის ბიზნესი და დიდი ფული. მათ ჩაშალეს პრეზენტაცია, მაგრამ ვერ გააჩერებენ ჩვენს მოძრაობას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და დიალოგს“, - აღნიშნავს სერგეი სივოჰო.

მოგვიანებით „ნაციონალურმა კორპუსმა“ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც მოუწოდა უკრაინის უშიშროების სამსახურს, რომ შეფასება მისცეს სივოჰოს „მოღალატურ ქმედებას“.

XS
SM
MD
LG