Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პირველი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით


უკრაინაში, ჟიტომირის ოლქში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 71 წლის ქალი, რომელიც COVID-19-ის დიაგნოზით 12 მარტს მოათავსეს საავადმყოფოში.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილის ახლობლები და ადამიანები, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

რაიონულ ცენტრ რადომიშლში, საიდანაც გარდაცვლილია, უკრაინის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა: შეჩერდა ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა ბაზრები, ხოლო მოქალაქეები ქალაქის შესასვლელ-გასასვლელებთან ვალდებული არიან, გაიზომონ ტემპერატურა.

მიუხედავდ იმისა, რომ უკრაინაში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების სამი შემთხვევა, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, უკრაინა 15 მარტიდან ორი კვირით დაკეტავს საზღვარს უცხოელი მოქალაქეებისათვის.

XS
SM
MD
LG