Accessibility links

site logo site logo

რუსთავის მერია ადგილობრივ მეწარმეებს მოსაკრებლის გადასახადისგან დროებით ათავისუფლებს


რუსთავი

რუსთავის მერია ადგილობრივ მეწარმეებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლისგან დროებით გაათავისუფლებს.

„მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის ფონზე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, რუსთავის მერიამ საკრებულოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი მეწარმეები, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები გარკვეული დროით გათავისუფლდებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადისგან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.

მისი თქმით, ლაპარაკია ორთვიან საშეღავათო პერიოდზე, რის გამოც ბიუჯეტს, საერთო ჯამში, დაახლოებით, 240 ათასი ლარი დააკლდება.

„ბიუჯეტის დანაკლისს რამენაირად შევავსებთ“, - თქვა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მერია ასევე განიხილავს ადგილობრივი ბიზნესსუბიექტებისათვის ქონების გადასახადზე გარკვეული შეღავათების დაწესებას, მაგრამ ეს საკითხი ცენტრალურ ხელისუფლებასთან იქნება შესათანხმებელი.
რუსთავის მერიასთან შექმნილი ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, იოსებ მაზმიშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ბიზნესაქტიურობამ რუსთავშიც იკლო.

„პირველ რიგში, ეს შეეხო მომსახურების სფეროს, ბარ-რესტორნებს, სალონებს“, - თქვა იოსებ მაზმიშვილმა.

რუსთავის მოსაკრებლის სამსახურის უფროსის, კიაზო შარიქაძის ინფორმაციით, მათ ბაზაში დაფიქსირებულია, დაახლოებით, 2 000 ბიზნესსუბიექტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG