Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 მარტიდან მოქალაქეთა მიმოსვლა შეჩერდება საქართველოსა და რუსეთს შორის


ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით გაჩერდება.

საქართველოს მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას დავალებით, მისივე სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამ საკითხზე უკვე ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს გრიგორი კარასინს.

„ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს. შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG