Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს ხუთი პირი: 1972 წელს დაბადებული ნ.ქ, 1975 წელს დაბადებული შ.ი, ასევე, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევები - 1980 წელს დაბადებული მ.კ., 1989 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1985 წელს დაბადებული გ.თ.

პოლიციამ, დაკავებულთა პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინი" და 33 აბი "მეტადონი" (მარილი).

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG