Accessibility links

logo-print logo-print

ეკატერინე ტიკარაძე: ჩეხეთის მოქალაქეების 30 "კონტაქტი" დადგენილია, სხვების ძიება გრძელდება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ჩეხეთის იმ მოქალაქის 30-მდე კონტაქტია დადგენილი, რომელსაც საქართველოდან თავის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ ამ 30-მდე საქართველოს მოქალაქიდან 3-ს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მისივე თქმით, პარალელურად გრძელდება ჩეხი მოქალაქის სხვა კონტაქტების დადგენა.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის იმ მოქალაქეს, რომელიც გუდაურში კიდევ მოგზაურობდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შემდეგ ის დაუკავშირდა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თავისი საქართველოში მოგზაურობის მარშრუტისა და შესაძლო კონტაქტების შესახებ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჩეხეთში დაბრუნებული მოქალაქე ამჟამად სახლში მკურნალობს და მისი ჰოსპიტალიზება არ გამხდარა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG