Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მაქსიმალურ თვითიზოლაციას ურჩევენ


კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევენ, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხე თავიანთი ჯანმრთელობისთვის.

ეს რეკომენდაცია, სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, დღეს, 16 მარტს გამოაქვეყნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

16 მარტის 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით COVID-19 დაავადების 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 637 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG