Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში იძულებით კარანტინში ერთი მოქალაქე აღმოჩნდა


16 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების პრევენციისთვის, გორის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინე ზონაში ერთი პირი გადაიყვანეს. კიდევ ერთი მოქალაქე საკარანტინე სივრცეში საკუთარი სურვილით გადავიდა.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფთა უმეტესობამ გერმანიასა და საფრანგეთში იმოგზაურა.

შიდა ქართლის რეგიონში თვითიზოლაციაშია კიდევ 13 მოქალაქე. ქარელში - 5, კასპში - 1 და ხაშურში - 7.

16 მარტის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 637 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.

XS
SM
MD
LG