Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი იუწყება ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ სამ პაციენტზე


გამოჯანმრთელდა სამი ადამიანი მათ შორის, რომლებსაც პირველად აღმოაჩნდათ ახალი კორონავირუსი ჩეხეთის რესპუბლიკაში - იუწყება ჩეხეთის ტელევიზია.

სამივე შემთხვევა უსტი ნად ლაბემ რეგიონიდანაა. ბოლო დღეებში მათ ავადმყოფობის სიმპტომები აღარ ჰქონდათ, თუმცა მათი გამოჯანმრთელება ოფიციალურად მხოლოდ ორშაბათს დადასტურდა, კორონავირუსზე ორი ნეგატიური ტესტის შემდეგ ბოლო ორი დღის განმავლობაში - იუწყება რეგიონული სანიტარული უწყება.

ეს ჩეხეთის რესპუბლიკაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პირველი სამი შემთხვევაა.

XS
SM
MD
LG