Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ახალი ზომები გამოცხადდა ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში და კონექტიკუტში


ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად ნიუ-იორკმა, ნიუ ჯერსიმ და კონექტიკუტმა აკრძალეს 50 ან მეტი ადამიანის თავშეყრა, რეგიონის მასშტაბით დაიხურა სკოლები.

ნიუ-იორკის, ნიუ ჯერსის და კონექტიკუტის გუბერნატორებმა საზოგადოებრივი ცხოვრების ახალი შეზღუდვები ორშაბათს გამოაცხადეს.

სამივე შტატში დახურული იქნება კაზინოები, სპორტდარბაზები და კინოთეატრები. ბარებიდან და რესტორნებიდან საკვების მხოლოდ თან წაღება იქნება შესაძლებელი.

იმუშავებენ სურსათის მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები და სხვა, აუცილებელი საგნების მიმწოდებელი ბიზნესები.

ორშაბათის მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის 950 დადასტურებული შემთხვევაა, ხუთი ადამიანი ვირუსით გარდაიცვალა. ნიუ ჯერსიში დაავადებათა რაოდენობა 98-ს უტოლდება, დაიღუპა ორი ადამიანი.

XS
SM
MD
LG