Accessibility links

დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალურ პროკურორად?


დავით საყვარელიძე

სოციალურ მედიაში მეორე დღეა ვრცელდება ორწუთიანი ვიდეო, სათაურით: „დავით საყვარელიძე ახალი გენერალური პროკურორი. ზელენსკის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დანიშვნა“.

Yuotobe-ზე ატვირთულ ვიდეოს სამასი ათასზე მეტი ნახვა, ათასობით გაზიარება და მოწონება ახლავს.

მანამდე, ერთი კვირის წინ, უკრაინის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დავით საყვარელიძის კანდიდატურა განიხილება უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის პოსტზე, რომელიც ერთხელ უკვე ეკავა.

  • დოსიე:დავით საყვარელიძე, 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე;
  • 2015 წლიდან არის უკრაინის მოქალაქე.
  • 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის მარტამდე ეკავა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტი, რომელიც დატოვა მაშინდელ გენერალურ პროკურორ ვიქტორ შოკინთან უთანხმოების გამო.

თავად დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალურ პროკურორად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით მხოლოდ ქვემოდან წამოსულ „კეთილ სურვილებს“ უწოდებს, თუმცა არ მალავს, რომ ასეთი საკითხი კიევის მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში მართლა განიხილებოდეს. უკრაინაში გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც წარუმატებლად დაასრულა ამ პოსტზე თავის საქმიანობა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ დანიშნულმა რუსლან რიაბოშაპკამ.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:47 0:00
Direct link

„დღეს დილიდან ხალხმა დაიწყო დარეკვა და მოლოცვა. ვერ გავიგე, რაში იყო საქმე. არის ბევრი ჩვენი გულშემატკივარი, რომლებიც მუდმივად ეძებენ გამოსავალს უკრაინისათვის ამ მძიმე სიტუაციიდან, როდესაც არ არის შედეგები განსაკუთრებით კრიმინალურ იუსტიციასა და სამართალდაცავ სისტემაში. ჩემი პოზიცია არის ძალიან მშვიდი ამასთან დაკავშირებით. თუ ჩვენი გამოცდილების გამოყენების სურვილი ექნებათ უკრაინელებს, ჩემს თანამოქალაქეებს და მეგობრებს, დიდი სიამოვნებით გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას. თუმცა, ორჯერ მომიწია ამ სისტემაში შესვლა და გამოსვლა ჯერ საქართველოში და მერე უკრაინაში და რომ გითხრათ, იმ ჯოჯოხეთში დაბრუნების დიდი სურვილი მაქვს-მეთქი, მოგატყუებთ“, - ამბობს დავით საყვარელიძე, რომელსაც რადიო თავისუფლება კიევში ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG