Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა კორონავირუსით დაავადების 7 ახალი შემთხვევა დაადასტურა


სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით COVID-19 დაავადების კიდევ 7 შემთხვევა. 17 მარტის დილის მდგომარეობით, სომხეთში სულ დაინფიცირდა 52 ადამიანი. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

16 მარტს სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 30 დღით აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები, შეკრებები და გაფიცვა. ქორწილებში, ნიშნობებსა და სხვა საოჯახო დღესასწაულებში უნდა მონაწილეობდეს არაუმეტეს 20 ადამიანისა. მსგავსი შეზღუდვა არ ეხება დაკრძალვებს, თუმცა, სამგლოვიარო ცერემონიის მონაწილეებმა დისტანცია უნდა დაიცვან.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იმუშავებს კომენდანტის ოფისი, რომელსაც ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG