კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო გაუქმდა 31 მარტს დანიშნული, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდი. ოფიციალური განცხადება დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა გაავრცელეს.
გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ განაგრძობენ მხარეებთან ურთიერთობას უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები - ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ჟენევის ფორმატით, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები.
დაწერეთ კომენტარი