Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში 72-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი


სომხეთის მთავრობის საგანგებო სხდომა
სომხეთის მთავრობის საგანგებო სხდომა

სომხეთში, სადაც მეორე დღეა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემით 72-მდე გაიზარდა COVID-19-ის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, საგანგებო შტაბის ხელმძღვანელის, ტიგრან ავიანიანის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში იკრძალება კულტურული, სპორტული, საგამანათლებლო და გასართობი ღონისძიებები. ქორწილებში, ნიშნობებსა და სხვა საოჯახო დღესასწაულებში უნდა მონაწილეობდეს არაუმეტეს 20 ადამიანისა. მსგავსი შეზღუდვა არ ეხება დაკრძალვებს, თუმცა, სამგლოვიარო ცერემონიის მონაწილეებმა დისტანცია უნდა დაიცვან.

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს სომხეთში იკრძალება ასევე უცხოელი მოქალაქეების მიღება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდნენ კორონავირუსით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG