Accessibility links

site logo site logo

გარდაიცვალა რუსი მწერალი და პოლიტიკოსი ედუარდ ლიმონოვი


77 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე ედუარდ ლიმონოვი. მისი სიკვდილი რუსულ მედიას დაუდასტურეს პარტია „სხვა რუსეთში“, რომელსაც სათავეში ედგა ედუარდ ლიმონოვი.

იგი 1970 წელს საბჭოთა კავშირიდან ემიგრირდა აშშ-ში, სადაც მუშაობდა გაზეთში "Новое русское слово". ლიმონოვი ავტორია რომანისა „ეს მე ვარ - ედიჩკა“, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა.

გორბაჩოვის „გარდაქმნის“ შემდეგ აღიდგინა საბჭოთა მოქალაქეობა და დაბრუნდა რუსეთში. მონაწილოებდა 1993 წლის მოვლენებში, უზენაესი საბჭოს მხარეზე. ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინთან ერთად დააფუძნა ნაციონალ-ბოლშევიკური პარტია, რომელიც რუსეთში აკრძალეს, როგორც ექსრემისტული.

2003 წელს ლიმონოვი დააპატიმრეს და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ედურად ლიმონოვი იყო ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციური კოალიციის „სხვა რუსეთი“ ("Другая Россия") ერთ-ერთი ლიდერი გარი კასპაროვთან და მიხაილ კასიანოვთან ერთად. მისი შთაგონებით შეიქმნა მოძრაობა „სტრატეგია-31“, რომელიც ყოველი თვის 31 რიცხვში მოსკოვში მართავდა მიტინგს კონსტიტუციის 31-ე მუხლის- შეკრების თავისუფლების- დასაცავად. ყველა აქცია იწყებოდა და მთავრდებოდა ლიმონოვის დაკავებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG