Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დროებით შეწყდა მიკროავტობუსებით მგზავრობა


კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან, 18 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა. აკრძალვა ეხება როგორც თბილისს, ასევე რეგიონებს. მათ შორის შეიზღუდა საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების მიმოსვლა.

გადაწყვეტილება 17 მარტს მიიღო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

18 მარტის 9:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 34 შემთხვევა.

XS
SM
MD
LG