Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში 78-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი


სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა კორონავირუსით COVID-19 ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა. 18 მარტის 9:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით დაავადდა სულ 78 ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტაროსიანის ინფორმაციით, 78-დან 18 პაციენტი კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდა და დაავადების სიმპტომები არ ჰქონდათ. ტაროსიანის განცხადებით, ინფიცირებულთა უმრავლესობას მაღალი ტემპერატურა არ აქვს და თავს კარგად გრძნობენ. კორონავირუსის მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით, სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

საქართველოსთან უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებს შორის კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი, 114 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა რუსეთში. თურქეთში 98, მათ შორის ერთი ლეტალური. 18 მარტის დილის მონაცემებით, აზერბაიჯანში დადასტურებულია 34 შემთხვევა, მათგან ერთი ლეტალური.

18 მარტის 9:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით დაავადდა სულ 34 ადამიანი.

XS
SM
MD
LG