Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა საფეხბურთო ნაკრების გადადებულ მატჩს მაყურებლები 26 მარტის თამაშის ბილეთებით დაესწრებიან


უეფას ერთა ლიგაზე, საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ზაფხულისთვის გადადებულ მატჩს მაყურებლები იმ ბილეთებით დაესწრებიან, რომლებიც 26 მარტის თამაშისთვის შეიძინეს. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ერთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრები კორონავირუსის გამო გადადო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თამაში სავარაუდოდ ივნისში გაიმართება და გულშემატკივრები „დინამოარენაზე“ შევლენ უკვე ნაყიდი ბილეთებით, ხოლო ვინც გადადებულ შეხვედრაზე დასწრებას ვერ ახერხებს, ბილეთის ჩასაბარებლად და მისი ღირებულების მისაღებად TKT.GE-ს უნდა მიმართოს.

ერთა ლიგის პლეი ოფი 2021 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ეტაპია და საქართველოს ნაკრებს ევროპირველობის ფინალურ ეტაპს ორი საშინაო თამაშის მოგება აშორებს. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსის ნაკრების ძლევის შემთხვევაში, ერთა ლიგის ფინალსაც საქართველოში ითამაშებს, კოსოვოს ან ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG