Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: ბავშვები შესაძლოა, იყვნენ გავრცელების წყარო ბაბუებისა და ბებიებისთვის


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, რომ საქართველოში პროცენტულად მაღალია კორონავირუსით COVID-19 ბავშვების დაავადების მაჩვენებელი.

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ თქვა, რომ როცა ქვეყანაში დაავადების შემთხვევები 40-იც არ არის, სტატისტიკაზე ლაპარაკი არასერიოზულია: „როდესაც ჩინეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა 75 000 შემთხვევაზე, იქიდან შეიძლება გამოიყვანო სტატისტიკა“.

პაატა იმნაძის განცხადებით, ბავშვები, საბედნიეროდ, რჩებიან დაბალი რისკის კატეგორიაში როგორც დაავადების მიღების, ისე სიმძიმის თვალსაზრისით: „თუმცა, ბავშვები რისკს წარმოადგენენ დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით. რადგან მათ თვითონ ძალიან მსუბუქად გადააქვთ, ამიტომ ისინი შეიძლება იყვნენ დამატებითი წყარო გავრცელების იგივე, ბაბუებისა და ბებიებისთვის“.

18 მარტის 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 38 შემთხვევა. მათ შორის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია ვირუსით ინფიცირებული 14 წლამდე ასაკის 4 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG