Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანონიერ ქურდ“ ზაქარია კალაშოვისგან ქრთამის აღებისთვის რუს გენერალს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ალექსანდრ დრიმანოვი
ალექსანდრ დრიმანოვი

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს, ალექსანდრ დრიმანოვს, „კანონიერ ქურდ“ ზაქარია კალაშოვისგან („შაქრო მოლოდოი“) დიდი რაოდენობის ქართამის აღებისთვის.

გამოძიების ვერსიით, დრიმანოვი და მისი კოლეგები 1 მილიონი დოლარის აღებას დათანხმდნენ კალაშოვის თანაშემწის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ.

პროკურატურა გენერალ დრიმანოვისათვის 16 წლით პატიმრობას ითხოვდა. საბოლოოდ მოსამართლემ ყოფილ მაღალჩინოსანს მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გენერალი დრიმანოვი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

თბილისში დაბადებული 67 წლის ზაქარია კალაშოვი რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერად ითვლება.

1918 წელს რუსეთის სასამართლომ კალაშოვს 9 წლით და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსკოვის რესტორნის, Elements-ის მფლობელისთვის 8 მილიონი რუბლის გამოძალვისთვის. კალაშოვი სასჯელს რუსეთის ერთ-ერთ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG