Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს მკვეთრად დაეცა ნავთობის ფასები


Brent-ის მარკის ნავთობზე ფასები ბარელში 26 დოლარამდე დაეცა - პირველად 2003 წლის შემდეგ.

ამ მარკის ნავთობზე მაისის ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ICE-ს ბირჟაზე ოთხშაბათს 9,6%-ით იკლო.

ფასების ვარდნის ფონია ახალი კორონავირუსის პანდემია და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციასა (OPEC) და ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს შორის უთანხმოება. მსგავსი ვარდნა შეინიშნებოდა 16 მარტს.

WTI-ის მარკის ნავთობზე ფიუჩერსების ფასებმა აპრილისთვის 13 პროცენტით იკლო ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე - ბარელი 23,55 ღირს. როგორც იტყობინებიან, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა აშშ-ის ნავთობის რეზერვების ზრდის შესახებ.

XS
SM
MD
LG