Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიამ განაცხადა, რომ მოქმედ საკარანტინო ზომებს გახანგრძლივებს


იტალიამ, რომელიც ევროპაში კორონავირუსით ყველაზე უფრო მეტად დაზარალებული ქვეყანაა, განაცხადა, რომ 10 მარტს შემოღებულ საკარანტინო ზომებს გაახანგრძლივებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

ამჟამად მოქმედი წესით, რომელიც 3 აპრილამდე გრძელდება, იტალიაში მგზავრობა ნებადართულია მხოლოდ სამსახურებრივი და სამედიცინო მიზნებით, ან საგანგებო სიტუაციებში. უმეტესი მაღაზია, გარდა სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქებისა, დაკეტილი იქნება 25 მარტამდე.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ჩინეთის მაჩვენებელს უახლოვდება. 19 მარტისთვის იტალიაში 2900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს, 475-ით მეტი უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში. ჩინეთში, რომლის მოსახლეობა 23-ჯერ აღემატება იტალიისას, გარდაიცვალა დაახლოებით 3200 ადამიანი. ირანში გარდაცვლილია 1100 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG