Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში პატიმრობით დაისჯება კორონავირუსთან ბრძოლის წესების დარღვევა


რუმინეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაყავთ კორონავირუსით დაავადებული პაციენტი
რუმინეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაყავთ კორონავირუსით დაავადებული პაციენტი

რუმინეთში სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯებიან მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსთან COVID-19 საბრძოლველად მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 19 მარტიდან.

სხვადასხვა სახის აკრძალვის დარღვევა სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ვირუსის სხვა ადამიანისთვის გადადება ხუთ წლამდე პატიმრობას, გადადების შედეგად სიკვდილის შემთხვევაში კი, სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

სააგენტო AFP-ს მოჰყავს რუმინეთის პრემიერ-მინისტრის ლუდოვიკ ორბანის სიტყვები, რომ ვერ შეეგუებიან, როცა უპასუხისმგებლო ადამიანები თავისუფლად დადიან და სხვებს აინფიცირებენ.

20 მარტის დილის მონაცემებით, რუმინეთში კორონავირუსით დაავადდა სულ 277 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელებულია 25. COVID-19-ის გავრცელების გამო რუმინეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG