Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო "დიდი შვიდეულის" ლიდერთა სამიტი ვიდეოკონფერენციით შეიცვლება


კორონავირუსის COVID-19 პანდემის გამო, “დიდი შვიდეულის“ ლიდერთა ივნისის სამიტი აშშ-ის პრეზიდენტის კემპ-დევიდის რეზიდენციაში აღარ გაიმართება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, კანადის და იაპონიის ლიდერების კონტაქტს ვიდეოკონფერენციის ფორმა მიეცემა და აპრილსა და მაისში ჩატარდება.

"დიდი შვიდეულიდან" 5 წევრი - იტალია, გერმანია, აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოს სახელმწიფოთა პირველ ათეულში არიან.

XS
SM
MD
LG