Accessibility links

site logo site logo

შუა აზიის ქვეყნები დამატებით ზომებს მიმართავენ კორონავირუსის წინააღმდეგ


უზბეკეთის მოსახლეობას ნიღბებს ურიგებენ

შუა აზიის სახელმწიფოები დამატებით ზომებს მიმართავენ, რათა შეანელონ ახალი კორონავირუსის გავრცელება. უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანახმად, საერთაშორისო მიმოსვლა, სახმელეთო და საჰაერო, 20 მარტს 40 დღით შეჩერდა. შეზღუდვა არ ეხება სატვირთო მიმოსვლას.

20 მარტს უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკათ მირზიოევმა ხელი მოაწერა განკარგულებას კორონავირუსით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. ამის თაობაზე იტყობინება უზბეკეთის სახელმწიფო მედია.

ამ ქვეყანას შუა აზიაში ყველაზე დიდი, 32-მილიონიანი მოსახლეობა ჰყავს.

მეზობელ ყაზახეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ხუთით გაიზარდა. ეს პირველი შემთხვევებია ალმათასა და დედაქალაქ ნურ-სულთანს გარეთ. ორივე ქალაქის ქუჩებში დიდი რაოდენობით პოლიცია და სამხედროები არიან მობილიზებული, გადაკეტილია გზები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG