Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზი: სინოდის განჩინებაში წერია, არ შეიძლება, ზიარების კოვზი იყოს საფრთხის შემცველი


ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი რადიო თავისუფლებას ელაპარაკა კორონავირუსის (COVID – 19) გამო წამოჭრილი საკითხების შესახებ გამართული სინოდის სხდომის შესახებ.

„სინოდის განჩინებაში კოვზზე წერია ზუსტად, რომ არ შეიძლება, კოვზი იყოს საფრთხის შემცველი და შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ეს წესი შევცვალოთ და ერთჯერადი კოვზი გამოვიყენოთ, არასწორია სარწმუნოებრივად“, - აცხადებს მიტროპოლიტი.

რაც შეეხება საეკლესიო მსახურებაში შესულ ცვლილებებს, როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი აღნიშნავს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ჯანდაცვის რეკომენდაციები, მაგალითად, რეკომენდაცია არის, რომ შეძლებისდაგვარად ყველა ტაძარში დააყენონ გახმოვანების აპარატურა, რომელიც საშუალებას მისცემს მორწმუნეებს, სიმჭიდროვის შემთხვევაში დისტანცია დაიცვან და გარეთაც მოისმინონ მსახურება.

მეორე, რაც შეიცვალა, ნიკოლოზის თქმით, არის ის, რომ (რასაც ეკლესია აქამდე არ იყენებდა) „ზიარების შემდეგ მორწმუნე ადამიანი იღებს სეფისკვერს და აყოლებს ღვინიან წყალს, ამაზე არის რეკომენდაცია, რომ გამოყენებული იყოს სხვადასხვა ჭურჭელი, ანუ ერთჯერადი ჭიქები“.

მესამე - ნებისმიერი ასაკოვანი ადამიანი, ვინც რისკის მატარებელია, თუ გაციებულია, ან თუნდაც უკვე დაინფიცირებულია, მიტროპოლიტის განცხადებით, სასულიერო პირები მასთან მივლენ და ადგილზე შეასრულებენ ნებისმიერ რიტუალს, ასევე ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

20 მარტს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა.

XS
SM
MD
LG