Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პატრიარქმა დაამტკიცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ლოცვის ტექსტი


M
M

კორონავირუსიის ინფექციის საფრთხის გამო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ დაამტკიცა სპეციალური ლოცვების ტექსტები, რომლებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, 22 მარტიდან წაიკითხავენ რუსეთის მართლმადიდებლურ ტაძრებში.

ამასთან, სინოდმა ყველა მორწმუნესა და სასულიერო პირს მოუწოდა, „გააძლიერონ ლოცვები დაავადების დაძლევისა და მის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმებისათვის ძალის მისანიჭებლად“.

უფრო ადრე რუსეთის საპატრიაქრომ დაამტკიცა კორონავირუსის დაავადების საწინაააღმდეგო პროფილაქტიკის წესები წირვის დროს. კერძოდ, მღვდლებს მითითება მიეცათ, არ გაუწოდონ მრევლს ხელი და ჯვარი საამბორებლად, სეფისკვერის დასარიგებლად გამოიყენონ ერთჯერადი პაკეტები, ხოლო ზეთის საცხებლად - ბამბისტამპონიანი ჩხირები და ხელსახოცები, რომლებიც უნდა დაიწვას.

ამასთან, რუსეთის მართლმადიდებლურ ტაძრებში არ შეწყვეტილა და არ შეზღუდულა ღვთის მსახურება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვისა და სხვა დიდი ქალაქების ხელმძღვანელების მიერ აიკრძალა 50-კაცზე მეტი მასობრივი შეკრების ჩატარება.

რიგ ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიის გამო, დაიხურა ტაძრები. მათ შორის - მართლმადიდებელ საბერძნეთში.

შაბათს ბერძნულ კუნძულ კვიპროსზე დააპატიმრეს მართლმადიდებელი მიტროპოლიტი სერაფიმე, რომელიც არ დაემორჩილა ხელისუფლების გადაწყვეტილებას და არ დახურა მრევლისთვის ტაძარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG