Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: მეც არ მაქვს პირბადე, მაგრამ ისინი პირველ რიგში მოხუცებს დაურიგდებათ


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ორშაბათიდან დაიწყება 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პენსიონერებისთვის საქართველოში წარმოებული პირბადეების დარიგება.

„ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ, მეც კი არ მაქვს ეს პირბადე, მაგრამ პირველ რიგში პრიორიტეტი 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პენსიონერები არიან“, - უთხრა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე დღეში, რეკორდულ დროში დაიწყო პირბადეების წარმოება და ამ პროცესში უკვე რამდენიმე სამკერვალო საწარმოა ჩართული. მინისტრის თქმით, მალე „რიტმული“ მიწოდება აეწყობა, მოგვიანებით კი პირბადეების მასობრივი წარმოებაც დაიწყება.

22 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 54 ადამიანია დაავადებული, გამოჯანმრთელდა - 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG