Accessibility links

კორონავირუსის პრევენციისთვის ტაქსის მძღოლებისთვის რეკომენდაციები ვრცელდება


თბილისის მერია კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტაქსის მძღოლებისთვის მგზავრის გადაყვანის წესებზე რეკომენდაციებს ავრცელებს. თავის მხრივ, რეკომენდაციები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა.

  • ტაქსის მძღოლებს, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ;
  • მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს - მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

"მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს", - ვკითხულობთ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსის 54 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთ შემთხვევაში ინფიცირების წყარო დადგენილი არაა. სწორედ ამ მიზეზით ჩაიკეტა მარნეული და ბოლნისი. ორი კვირის განმავლობაში ამ მუნიციპალიტეტებში ვერავინ შევა და გამოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG