Accessibility links

site logo site logo

საგანგებო მდგომარეობის დროს აღმასრულებელი ბინას ვეღარ გაგიყიდით


საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სახელმწიფო და კერძო აღმასრულებელებს სადავო ქონების გაყიდვა ან გაყიდული ქონებიდან პირთა გამოსახლება ეზღუდებათ. ეს შეზღუდვა მათ მთავრობის დადგენილებით დაუწესდათ.

ამავე დადგენილებით, მოვალეს არ ჩამოეჭრება თანხა ანგარიშიდან, ხელფასიდან, პენსიიდან ან სხვა შემოსავლიდან.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე აღმასრულებელებს კერძო პირების ქონებაზე აღარ აქვთ ყადაღის დადების უფლება. აღმასრულებელს უფლება აქვს მხოლოდ მოვალის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. იურიდიული პირების შემთხვევაში კვლავ შესაძლებელია ქონებაზე ყადაღის დადება.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, კონკრეტული შეზღუდვებს კანონის ძალა კი დღეიდან, 23 მარტიდან მიეცა.

ამავე თემაზე: საგანგებო მდგომარეობის წესები - შეზღუდვები და შეღავათები

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG