Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში 2000-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა


ირანში, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 122 კაცი დაიღუპა კორონავირუსისგან. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო IRNA-ს ცნობით, დაღუპულთა შორისაა ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, სიდედრი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ქიანუშ ჯაჰანპოურის ცნობით, დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა და უკვე დაახლოებით 25 ათასს აღწევს.

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განკარგულებით, სახელმწიფო მოხელეთა ნახევარს უბრძანეს სახლში დარჩენა. ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის დროებითი ზომების ფარგლებში, 18 აპრილამდე გაახანგრძლივა საპატიმროებიდან გათავისუფლებული მსჯავრდებულების შინ ყოფნის ვადა.

კორონავირუსის საპატიმრო ადგილებში გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ირანის ხელისუფლებამ 9 მარტს დაახლოებით 70 ათასი პატიმრის დროებითი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG