Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში მაშველებმა ნიდერლანდის დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს


17-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის ტურისტის ცხედარი სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა იპოვეს, - იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელიც საძიებო ოპერაციას მონიტორინგს უწევდა. შტაბს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვლადიმერ ჯღამაძე.

„პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო.

10 მარტიდან, საძიებო პროცესში სხვა უწყებებთან ერთად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის სამაშველო ჯგუფები წყალზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ადგილზე მუშაობდნენ მყვინთავთა ჯგუფები. სამუშაოებში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ასევე, ჩართული იყო დრონი და 2 ექოლოტი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება”, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობაში.

XS
SM
MD
LG