Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: ახალ პაციენტებიდან კრიტიკული მდგომარეობა არც ერთს აქვს


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან კრიტიკული და მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ არის.

„დინამიკაში რა განვითარდება ამაზე ლაპარაკი რთულია, თუმცა კრიტიკული მდგომარეობა ჯერჯერობით არც ერთთან არ დასტურდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, 11 ახალი პაციენტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებულია 3, ხოლო 6 დანარჩენ კლინიკაში-8. მარინა ეზუგბაიას თანახმად, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ახალი პაციენტების დაინფიცირება ინგლისის კლასტერთანაა დაკავშირებული, ხოლო დანარჩენი შემთხვევებიდან პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში არ არის ცნობილი.

საქართველოში 108-მდე გაიზარდა COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დადასტურებული 108-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები. ორივე მათგანი სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 106-დან 21 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 85 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG