Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრია ჯაღმაიძე: ხვალიდან ლოცვები 4 საათზე დაიწყება, ეკლესიები 8-ზე დაიკეტება


საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ხვალიდან, 4 აპრილიდან ლოცვა შუადღეს, 16:00 საათზე დაიწყება, ეკლესიები კი 20:00 საათზე დაიხურება. ჯაღმაიძემ ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ით გაავრცელა და ტაძრების წინამძღვრებს მიმართა.

მისი თქმით, გარდა ამისა, პატრიარქს ორი რეკომენდაცია აქვს:

  • ტაძრის ეზოებში გაკეთდეს 1,5 მ-ის დაშორებით ადამიანების დასადგომი ნიშნულები;
  • ყოველდღიურად და ხშირად გაიწმინდოს ხატები სპირტისა და ვარდის წყლით, იატაკები კი დამუშავდეს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოში 31 მარტიდან კომენდანტის საათი მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. წესის დარღვევისთვის თითოეული პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება.

XS
SM
MD
LG