Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტრომ ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა უნდა შეამოწმოს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, უახლოესი 2 დღის განმავლობაში შეამოწმოს ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების მზადყოფნა.

კორონავირუს COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი დატვირთვა უკვე ჰოსპიტალურ სექტორზე გადადის

„სამწუხაროდ, გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ტემპიც უფრო და უფრო სწრაფი ხდება, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარია დაინტერესდა, სად არიან და რას აკეთებენ 1200-მდე სოფლის ექიმი და 2 000-მდე ოჯახის ექიმი და რამდენად არიან მზად, გაუმკლავდნენ ცხელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რათა შემსუბუქდეს ზეწოლა ჰოსპიტალურ სისტემაზე.

3 აპრილის 12:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 148 შემთხვევა. მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.

XS
SM
MD
LG