Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ით ახალ ინფიცირებულებს შორის 13 წლის მოზარდია


კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 13 წლის მოზარდია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა უთხრა. „გადაცემა მოხდა ოჯახის წევრისგან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - თქვა მან. მაკა სოლოღაშვილის ცნობით, სულ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას 10 პაციენტი აგრძელებს, აქედან სამი არასრულწლოვანია. ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

4 აპრილის დღის მონაცემებით, საქართველოში 156 კორონავირუსით ინფიცირებულია. მათგან 28 გამოჯანმრთელდა.

XS
SM
MD
LG