Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები სომხეთში მკურნალობს


ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებია. იგი 53 წლისაა, სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და COVID-19, ტვირთის გადაზიდვისას, სომხეთში დაუდგინდა.

ჯერჯერობით უცნობია, სად მოხდა პაციენტის ინფიცირება - საქართველოში თუ სომხეთში. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, დადგენილია ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი. პაციენტი ამჟამად სომხეთის ერთ-ერთი კლინიკის სტაციონარშია მოთავსებული.

„აღნიშნული პირი, საქართველოს მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მამაკაცი ტრაილერის მძღოლია. მას ტემპერატურა დაუფიქსირდა სომხეთის საზღვარზე შესვლისას, გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად მამაკაცი მოთავსებულია სომხეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მკურნალობა უტარდება. აღნიშნული პირი სომხეთში მანამდეც იმყოფებოდა, შესაბამისად ,ამ ეტაპზე რთულია იმის დაზუსტებით თქმა, სად მოხდა მისი ინფიცირება. დადგენილია კონტაქტში მყოფთა წრე და ყველა მათგანი - ოჯახის წევრებიც და კონტაქტში მყოფი სხვა პირებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში“, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაინფიცირებული კაცის ცოლ-შვილს უკვე ჩაუტარდა ტესტირება და პასუხი უარყოფითია.

XS
SM
MD
LG