Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო დაჯარიმდა 158 პირი


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით:

  • 121 მოქალაქე დაჯარიმდა კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე
  • 4 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო
  • 2 პირი დაჯარიმდა თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის
  • 31 პირი დაჯარიმდა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტებზე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 1500 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი.

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 3 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია 46.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG