Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში 6 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს


კახეთის ერთ-ერთ სოფელში 6 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 58 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს და გაათავისუფლეს. სასამართლომ მას პასპორტიც ჩამოართვა.

კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში საქმის განხილვა ვერ დასრულდა და განაჩენი არ დადგა. როგორც არასრულწლოვნის ოჯახის ინეტერესების დამცველი შალვა მჭედლიშვილი ამბობს, საქმის ვადებში დასრულება კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მოხერხდა.

„ბრალდებული და ერთი მოწმეღა იყო დასაკითხი, თუმცა კორონავირუსის გამო პატიმრები ვერ ჩამოჰყავდათ გურჯაანის სასამართლოში. დისტანციურად სამჯერ გაიმართა სასამართლო სხდომა, მაგრამ სამჯერვე გადაიდო, რადგან ტექნიკური პრობლემა იყო და ხმა არ ისმოდა. მე, როგორც ყოფილი მოსამართლე, შემიძლია ვთქვა, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რადგან სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს“, - თქვა ადვოკატმა შალვა მჭედლიშვილმა და დაამატა, რომ ბოლო სასამართლო პროცესი 8 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა სავარაუდო ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე 6 წლის გოგოს პაპის ძმაა. მომდევნო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 28 აპრილს ჩაინიშნა. შემთხვევა 2019 წლის ივნისის თვეში მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 58 წლის მამაკაცს ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG