Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

RFE/RL ანგარიშვალდებულებას ითხოვს მისი ყირგიზი კორესპონდენტების წინააღმდეგ მუქარის გამო


ყირგიზეთის საბაჟოს ყოფილი მუშაკები, ემილბეკ კიმსანოვი და რაიმბეკ მატრაიმოვი
ყირგიზეთის საბაჟოს ყოფილი მუშაკები, ემილბეკ კიმსანოვი და რაიმბეკ მატრაიმოვი

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL) ყირგიზეთის მთავრობას მოუწოდებს, გამოიძიოს საბაჟო სექტორის ყოფილი მუშაკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას მისმა ყოფილმა უფროსმა უბრძანა რადიოს ყირგიზული სამსახურის ჟურნალისტი "მკვდარი და ცოცხალი" დააბრუნოს ყირგიზეთში.

ემილბეკ კიმსანოვი ამ განცხადებით გამოდის დაუთარიღებელ ვიდეოჩანაწერში, რომელიც ფეისბუკით 10 აპრილს გაავრცელა მისმა ცოლმა, მარია ზავოროტნაიამ. ამ ვიდეოში კიმსანოვი ამბობს, რომ ყირგიზეთის საბაჟო სააგენტოს დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, რაიმბეკ მატრაიმოვმა მას გაუგზავნა RFE/RL-ის ჟურნალისტის, ალი ტოკტაქუნოვის საკონტაქტო ინფორმაცია პრაღაში და უბრძანა, ის უკან "ცოცხალი ან მკვდარი" დააბრუნოს.

"რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება სერიოზულად ეკიდება ნებისმიერ მუქარას მისი ჟურნალისტების მიმართ", - ამბობს RFE/RL-ის პრეზიდენტი, ჯეიმი ფლაი 11 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს: "რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ჟურნალისტების მიმართ რაიმბეკ მატრაიმოვისგან მომდინარე ცილისმწამებლური თავდასხმები და მუქარები, ჩვენ მიერ ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოს პასუხად, აღმაშფოთებელია. მოვუწოდებ ყირგიზეთის მთავრობას.... უზრუნველყოს ყველა პასუხისმგებელი პირის ანგარიშვალდებულება".

მატრაიმოვი მიუწვდომელია ვიდეოზე კომენტარის გასაკეთებლად.

ტოკტაქუნოვი წამყვანი რეპორტიორი იყო საგამოძიებო პროექტში, რომელიც ერთობლივად განახორციელეს რადიო თავისუფლების ყირგიზულმა სამსახურმა, კორუფციის გაშუქების პროექტმა (OCCRP) და ყირგიზულმა ვებსაიტმა Kloop.

XS
SM
MD
LG