Accessibility links

სააღდგომო ლიტურგია შაბათს 23 საათზე დაიწყება


შაბათს, 18 აპრილის ღამეს სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება. ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა, რომელიც ვნების კვირის ღვთისმსახურებათა განრიგს აცნობდა მრევლს.

"საღამოს, შაბათს 22 საათზე წაკითხული იქნება შუა ღამისჟამი, 23 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ხოლო 12-ზე დაიწყება ლიტანიობა და მას მოებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო, სააღდგომო საღმრთო ლიტურგია", - განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუს COVID-19-ის გამო, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იკრძალება გადაადგილება როგორც კერძო ტრანსპორტით, ისე ქვეითებისთვის.

სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების დროსთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ ოფიციალურ პირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG