Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა


ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან თბილისის "ლუგარის ლაბორატორიაში" COVID-19-ზე ანალიზისთვის გაიგზავნა ახალგაზრდა ქალის ბიოლოგიური მასალა. მას ორი დღის წინ საკეისრო კვეთა გაუკეთეს.

„მეორე დღეს განვითარდა ცხელება, რენტგენოლოგიურად ბრონქო- პნევმონია. საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან შეთანხმებით, აღებულ იქნა მასალა ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით“, - განაცხადა რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ. მისი ინფორმაციით, ჩვილის მდგომარეობა კარგია.

ორჟონიას თქმით, ახალგაზრდა ქალის ისტორიაში Covid-19-ით ინფიცირებულებთან კონტაქტი არ იკვეთება.

14 აპრილის შუადღის მონაცემებით, ზუგდიდში კორონავირუსით დაავადებულ ერთ პაციენტს მკურნალობენ. ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტიდან იმყოფება ინფიცირებული ქალი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

13 აპრილს კლინიკიდან გაწერეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 67 წლის მამაკაცი. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და COVID-19 თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში სახლში, თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს.

14 აპრილის 12:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 296 შემთხვევა. მათგან 69 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG