Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აჭარა ტექსტილში" თანამშრომლების კორონავირუსით დაავადებას უარყოფენ


„აჭარა ტექსტილის“ ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე უარყოფს და ჭორს უწოდებს გავრცელებულ ცნობებს, რომ სამკერვალო საწარმოს ორი თანამშრომელი კორონავირუსით დაავადდა.

ლომინაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვირუსის შიდა გავრცელების გამო მკაცრი კარანტინის ზონაში მოქცეულ ერთ-ერთ სოფელში, ლეღვაში მცხოვრები ორი თანამშრომლიდან ერთი თვითიზოლაციაშია, ხოლო ერთი კარანტინში და არცერთს კორონავირუსი ამ ეტაპზე დადასტურებული არ აქვს.

გია ლომინაძის ინფორმაციით, ეს თანამშრომლები ორი კვირაა საწარმოში არ ყოფილან. თავად სამკერვალო უკვე 10 დღეა დაკეტილია.

ამ საწარმომ მარტის მეორე ნახევარში ადგილობრივი მოხმარებისთვის პირბადეები შეკერა. „აჭარა ტექსტილის“ ფინანსური დირექტორის ინფორმაციით, პირბადეების შეკერვის დროს ყველა თანამშრომელი თავად იყო აღჭურვილი პირბადით და ხელთათმანით და დისტანციის დაცვით მუშაობდნენ.

XS
SM
MD
LG