Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: ჩემი სახელით Facebook-ზე ყალბი გვერდი არსებობს, ყურადღება არ მიაქციოთ


მარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მისი სახელით Facebook-ზე ყალბი გვერდია შექმნილი. ამის შესახებ მან დღეს, 15 აპრილს ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე არ მაქვს Facebook. შექმნილია ყალბი გვერდი. ძალიან გთხოვთ, მასზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ მიაქციოთ ყურადღება. ყველა ინფორმაცია არის ცრუ, ყალბი და ძალიან გთხოვთ, ამას ყურადღება არ მიაქციოთ", - თქვა ეზუგბაიამ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საქართველოში კორონავირუსის დროს ამ ვირუსთან ბრძოლაში ჩართული პირების ყალბი გვერდები იქმნება. ასე იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შემთხვევაშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG