Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსბ-მ განაცხადა, რომ ყირიმში გამოავლინა უკრაინის დაზვერვის „საბოტაჟისა და ტერორიზმის“ ჯგუფი


ფსბ-მ განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში გამოავლინა უკრაინის დაზვერვის „საბოტაჟისა და ტერორიზმის“ ჯგუფი. ინფორმაციის თანახმად, ჯგუფში შედიოდა რუსეთის სამხედრო ოფიცერი ქალი, რომელმაც თითქოს გათქვა „სახელმწიფო საიდუმლოებები“.

15 აპრილს ფსბ-მ განაცხადა, რომ ოფიცერმა ქალმა 2017-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოებები გადასცა უკრაინის სამხედრო დაზვერვას. ინფორმაციაში ასევე ნახსენებია უკრაინის მოქალაქე, რომელიც კიევის მითითებით ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას. ორივე ეჭვმიტანილის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. უკრაინის მოქალაქე დაპატიმრებულია, რუსეთის სამხედრო ოფიცერი კი შინაპატიმრობაშია, ვინაიდან მას ბავშვი ჰყავს, განაცხადა ფსბ-მ.

ფსბ-ს მიერ გაკეთებული განცხადების ვადები შეკითხვებს ბადებს, ვინაიდან ერთი დღით ადრე უკრაინის უშიშროების სამსახურმა (სბუ), განაცხადა, რომ დაკავებულია ქვეყნის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ფსბ-სთან თანამშრომლობაში არის ეჭვმიტანილი.

XS
SM
MD
LG